ბრიტანელი ქალი დაიღუპა თეთრ წყალზე დაშვების დროს საფრანგეთის ალპებში

BBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელი ქალი ტრაგიკულად დაიღუპა თეთრ წყალზე დაშვებისას საფრანგეთის ალპებში.

შემთხვევა შაბათს, ადგილობრივი დროით შუადღის შემდეგ (ლონდონის დროით 11:00 საათზე), ბრიანსონის მახლობლად მდებარე გიზანის მდინარეზე მოხდა, — განაცხადა რეგიონულმა პროკურორმა მარიონ ლოზაქმერმა საფრანგეთის ახალ სააგენტო AFP-სთან საუბრისას.

როგორც მეხანძრეებმა ადგილობრივ მედიასთან თქვეს, ქალი რაფტიდან ჩავარდა, მოგვიანებით კი მდინარის ნაპირას იპოვეს და მძიმე მდგომარეობაში ვერტმფრენით გადაიყვანეს უახლოეს საავადმყოფოში.

ლოზაქმერის თქმით, დაზარალებული „სამწუხაროდ, გუშინ საღამოს გარდაიცვალა.“

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ბრიტანელი ქალი დაიღუპა და აღნიშნა, რომ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან კავშირში არიან.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Le Dauphine იტყობინება, დაღუპული ორგანიზებული გასვლის მონაწილე იყო და მდინარის იმ მონაკვეთს გადიოდა, რომელსაც „საფულე“ ეწოდება, როდესაც შემთხვევა მოხდა.

მისი ვინაობა არც ფრანგულ და არც ბრიტანულ მედიაში არ საჯაროვდება.

მარიონ ლოზაქმერის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ მუხლით და ჩატარდება აუტოპსიაც.

გასულ წელს, ასევე ბრიტანელი მამაკაცი დაიღუპა დიურანსის მდინარეზე, რომელიც ბრიანსონსაც გადის და რომელიც თეთრი წყლის სპორტით არის ცნობილი. როგორც Le Dauphine წერს, შემთხვევა 2024 წლის ივნისში მოხდა იმ პერიოდში, როდესაც ზემოთ მდებარე რეგიონებში თოვლის დნობა მეტად გააქტიურდა. მასთან ერთად მყოფი ორი ადამიანი უვნებლად გადარჩა.

გიზანისა და დიურანსის როგორც მდინარეები, გაზაფხულის თვეებში მყინვარებისა და თოვლის დნობის წყალობით საკმაოდ პოპულარულია თეთრ წყალზე დაშვების მოყვარულებში. ამ მდინარეებზე რთული ნავიგაციის მქონე დანაყოფებია, თუმცა როგორც ბრიანსონის ოფიციალური ვებსაიტი აცხადებს, ისინი მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში, ორი ან სამი თვის განმავლობაში რჩებიან ნავიგაციისთვის უსაფრთხოდ.

წყარო:
https://www.bbc.com/news/articles/c86gx82jvd3o

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *