პაბებისა და გასართობი სივრცეების ხმაურის საჩივრებისგან დაცვა იგეგმება

გამოცხადებული ლიცენზირების წესების ცვლილებების მიხედვით, პაბები და მუსიკალური ვენიუები ხმაურის საჩივრებისგან დაცულნი იქნებიან.

რეფორმების თანახმად, დეველოპერები, რომლებიც გეგმავენ შენობების აშენებას ასეთ სივრცეებთან ახლოს, ვალდებულნი იქნებიან დაადასტურონ, რომ მათი შენობები ხმის იზოლაციით არის აღჭურვილი. აგრეთვე, სწრაფი ნებართვების გაცემაა გათვალისწინებული ახალ ბიზნესებზე ან განსაზღვრულ ზონებში გარე სივრცეების გაფართოებაზე.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები არამხოლოდ გაამარტივებს ახალი ბარების გახსნას მიუტოვებელ კომერციულ ობიექტებში, არამედ წაახალისებს გარე სივრცეებში სმის, ღია ცის ქვეშ სადილის მიღებისა და ცოცხალი კონცერტების კულტურას.

მიუხედავად მთავრობის მოლოდინისა, რომ ცვლილებები ქალაქის ცენტრებში “ცოცხალ ატმოსფეროს” შეიტანენ, კონსერვატორებმა ლეიბორისტებს სასტუმროებისა და აგრეთვე გასართობი ინდუსტრიის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება გადასახადებით დააბრალეს.

ბოლო დროს, არაერთი საყვარელი პაბი და მუსიკალური ვენიუ დაიმუქრა დახურვით ხმაურის საჩივრების გამო, რამაც ზოგ ქალაქში კამპანიების დაწყებას შეუწყო ხელი.

გასულ დეკემბერს, ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დამოუკიდებელმა მუსიკალურ-კომედიურმა კლუბმა „Moth Club“-მა პეტიცია წამოიწყო გვერდით კორპუსის ასაშენებლად საინვესტიციო გეგმის წინააღმდეგ, რის შედეგადაც შესაძლო დახურვის საფრთხე შეიქმნა.

„თუ ხმაურის გამოწვევის უფლება არ გვექნება, ფულსაც ვერ ვიშოვით,“ – განუცხადა კლუბის მენეჯერმა BBC-ს.

მანჩესტერში, მუსიკის ვენიუ „Night and Day Cafe“ სამი წლის განმავლობაში სასამართლოში ედავებოდა ქალაქის მერიას 2021 წელს მეზობელი მოქალაქის მიერ შეტანილი ხმაურის საჩივრის გამო. საბოლოოდ კლუბს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა, გარკვეული ხმაურის შეზღუდვების დანერგვით.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ეროვნული ლიცენზირების ცვლილებები ხელს შეუწყობს ბრიტანეთის პაბების ინდუსტრიის დაშლის შეჩერებას შიდა ბარების გახსნის პროცესის გამარტივებით.

ბრიტანული ლუდისა და პაბების ასოციაცია აცხადებს, რომ 2000 წლიდან მოყოლებული პაბების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. მათი შეფასებით, 2025 წელს ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში დაახლოებით 378 პაბი დაიხურება, რამაც შესაძლოა 5,600-ზე მეტი ადამიანი დააზარალოს სამუშაო ადგილების დაკარგვით.

სამშაბათს, ბარების ქსელმა „Brewdog“-მა გამოაცხადა, რომ მაღალი ხარჯების, რეგულაციების ზრდისა და ეკონომიკური წნეხის გამო ბრიტანეთში 10 ბარი დახურავდა.

ფინანსთა მინისტრმა რეიჩელ რივსმა აღნიშნა, რომ „პაბები და ბარები ბრიტანული ცხოვრების გულშია“, როდესაც მთავრობამ წარმოადგინა ცვლილებებზე საზოგადოებრივი კონსულტაციის დაწყება.

მისი თქმით: „მათ დიდი ხანია აფერხებს მოძველებული და გართულებული წესები. ვაპირებთ მათი გაუქმებას, რათა დავიცვათ ტროტუარებზე სმის, ღია ცის ქვეშ მიღებული სადილების და ქუჩის წვეულებების ტრადიცია – ის არა მხოლოდ ზაფხულისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს.“

ბიზნესის ოპოზიციური წარმომადგენელი ენდრიუ გრიფიტი კი ცვლილებებს სკეპტიკურად შეხვდა: „მართალია სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება მისასალმებელია, მაგრამ ლეიბორისტების მხრიდან ეს თვალთმაქცობა და შეუთანხმებელი ქმედებაა.“

მან ლეიბორისტები ცესმართვის გაორმაგებაში, დასაქმების საგადასახადო ტვირთის დაწესებასა და საერთაშორისო დასაქმების რეგულაციების მეშვეობით სფეროს „დახრჩობაში“ დაადანაშაულა.

წყარო:
https://www.bbc.com/news/articles/cwye5jx8y3go

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *