ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა დაადგინოს იმ მიგრანტების ასაკი, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან და თავს არასრულწლოვნად ასაღებენ.
მთავრობის დამოუკიდებელი იმიგრაციის ინსპექტორის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ზრდასრული მიგრანტები არასრულწლოვნებად იყვნენ დასახელებულნი — და პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვები შეცდომით ზრდასრულებად დაარეგისტრირეს.
თავშესაფრის მისაღები სისტემა ბავშვებისთვის უფრო მარტივია, რის გამოც, 2023 წელს, იმ მიგრანტების 56%, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბავშვები იყვნენ, ან მოგვიანებით აღიარეს, რომ 18 წლის ან უფროსი იყვნენ, ან კვლევის შედეგად ზრდასრულად ჩაითვალნენ.
BBC News-ის ინფორმაციით, მთავრობა აპირებს გამოიყენოს უკვე არსებული ტექნოლოგია, რომელიც თავდაპირველად ონლაინ მოვაჭრეებისთვის იქმნებოდა ასაკობრივად შეზღუდული პროდუქციის გასაყიდად.
საზღვრების უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მინისტრმა, ანჯელა იგლმა, განაცხადა, რომ AI სისტემამ შეიძლება მილიონობით სახის ფოტოს საფუძველზე “დამოუკიდებლად და ზუსტად მოახდინოს ასაკის შეფასება იმ შემთხვევაში, როცა ასაკი უცნობია ან სადავოა“.
იგლის თქმით, სახის ასაკის შეფასება მოგაწვდით „სწრაფ და მარტივ საშუალებას“, რათა დაყრდნობით მიიღონ გადაწყვეტილება ადამიანების ასაკთან დაკავშირებით.
მიმდინარე ეტაპზე მიგრაციის ოფიცრებსა და სოციალური მომსახურების მუშაკებს უწევთ განსაზღვრონ იმიგრანტთა ასაკი, რომლებიც აცხადებენ, რომ 18 წელზე პატარა არიან, თუმცა როგორც შსს, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორი აცხადებენ, რომ ასეთი შეფასება ხშირად რთულია.
დევიდ ბოლტმა, საზღვრებისა და იმიგრაციის დამოუკიდებელმა მთავარი ინსპექტორმა აღნიშნა, რომ „სანდო ტესტის არარსებობის“ პირობებში, „შეიძლება ასაკის ზოგიერთი შეფასება მცდარიც აღმოჩნდეს“.
100 საქმის ანალიზში, ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ იმ 38 ადამიანს შორის, რომლებიც შსს-მ თავიდანვე ზრდასრულებად მიიჩნია, ეგრეთ წოდებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა 22 მათგანი შემდეგ არასრულწლოვნად აღიარეს.
ბოლტის ანგარიში მომზადდა მანამ, სანამ მთავრობა კამერით სახის ამოცნობის ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავდა.
მთავრობა აპირებს, ტექნოლოგიის სატესტო რეჟიმით გამოყენება დაიწყოს 2026 წლამდე, მერე კი ფართოდ დანერგოს. პროცესის ფარგლებში აგვისტოში დაიწყება ტექნოლოგიის მომწოდებლებზე ტენდერი.
მსგავსი სახის ტექნოლოგია უკვე გამოიყენება კერძო სექტორში — ბანკებსა და ონლაინ მაღაზიებში, თავიანთი კლიენტების ასაკის დასადასტურებლად, მაგალითად, დანების გაყიდვისას.
მთავრობა ამჟამად მოუწოდებს ტექნოლოგიის წამყვან კომპანიებს, რომ ჩაერთონ შსს-ის შესაბამის საპროცედურო პროცესში.
შსს-ის მაღალჩინოსანმა წყარომ აღნიშნა, რომ იმედს ამყარებენ კერძო სექტორთან თანამშრომლობით, „რომლებიც მილიარდობით ინვესტიციას ახორციელებენ ამ სფეროში“.
წინა კონსერვატიულმა მთავრობამ თქვა, რომ აპირებდა ზოგიერთი მიგრანტის ძვლებისა და კბილების შემოწმებას მათი ასაკის დასადგენად.
თუმცა, ინფორმაცია აქვთ, რომ ლეიბორისტი მინისტრები ამ გეგმის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, რადგან ამ მეთოდს საჭიროებდა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებებში გადაყვანას, ისინი კი ამჯობინებდნენ ისეთ მეთოდს, რომელიც საზღვარზევე იქნებოდა გამოსაყენებელი.
ბოლტის ანგარიშში ასევე აღინიშნა საფრთხე, რომ ბავშვი, რომელიც შეცდომით ზრდასრულად განისაზღვრება, შესაძლოა უცხო ზრდასრულთან მოუწიოს საერთო სივრცის გაზიარება — ისევე, როგორც ზრდასრული შეცდომით იქნას განსაზღვრული, როგორც ბავშვი და მოათავსონ სხვა ბავშვებთან ერთად.
ინსპექტორმა აღნიშნა კონკრეტული შემთხვევა, ევროპის პატარა ნავით ჩამოსული მამაკაცისა, რომელმაც განაცხადა, რომ 17 წლის იყო, თუმცა შსს-მ მისი ფიზიკური წარმომავლობის – „დაბალი ხმის“, „სრულად განვითარებული სახის სტრუქტურის“ და „მუქი წვერის“ გამო 22 წლად შეაფასა.
მან გააკრიტიკა შსს-ის მიდგომა „ზოგადი ფიზიკური მახასიათებლების“ შეფასების გამო, რადგან ამავე დროს იგნორირებული იყო კონკრეტული ახალგაზრდის ინდივიდუალური გარემოებები.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიგრანტებს ხშირად აწერდნენ ხელს ასაკთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ისე, რომ რეალურად არ ესმოდათ, რას აწერდნენ ხელს თავიანთი ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის შემდეგ, რამაც შემდგომში მათი ასაკის გაპროტესტება გამოიწვია.
ანგარიშში ასევე გაჟღერდა კრიტიკა იმიგრაციის ოფიცრების „დაინტერესების ნაკლებობაზე“ შეცვლილ ასაკობრივ შეფასებებთან დაკავშირებით და ხაზგასმით ითქვა, რომ ამ შეცდომებისგან არ სწავლობენ.
მთავრობამ მიიღო ბოლტის ყველა რჩეული რვა რეკომენდაცია, მათ შორის იმიგრაციის ოფიცრების მომზადების გაუმჯობესებისა და კომუნიკაციის გამართვის შესახებ.
ლტოლვილთა საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ენვერ სოლომონმა განაცხადა, რომ ის „ვერ დაიჯერებს“, რომ AI ტექნოლოგიების გამოყენება სწორი გზაა.
მისი თქმით, ინსპექტორის ანგარიშში გაჟღერდა სერიოზული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვები შეიძლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე არასათანადო ადგილებში მოათავსონ და დასძინა, რომ „ამ ტექნოლოგიებს კვლავ თან სდევს სერიოზული კითხვები სიზუსტეზე, ეთიკაზე და სამართლიანობაზე“.